Saturday, March 25, 2017

მეხუთე დღე


          ეს  მოდული  დამეხმარა  დავფიქრებულიყავი,  რა  გავლება  შეიძლება  ჰქონდეს  ინტერნეტს  სწავლის  პროცესში.  კერძოდ,  საჯაროდ  გამოქვეყნებული  პროდუქტი,  ხელს  უწყობს  მოსწავლეებს  გაეცნონ ერთმანეთის  ნამუშევრებს,  შეძლონ  უკუკავშირის  მიცემა  შეფასების  რუბრიკის  გამოყენებით.   ასევე,  ისარგებლონ  ინტერნეტით  ისე,  რომ  არ  დაარრვიონ  საავტორო  უფლებები.  გაეცნონ  სხვადასხვა  საძიებო  სისტემებს,  შეძლონ საძიებო  სისტემაში  სასურველი  თემის  მოძიება  და  bookmarker-ის   გამოყენებით   სისტემის  ხელმისაწვდომად  ჩამახსოვრება.
      სწავლის  პროცესის  ხელშესაწყობად  ტექნოლოგიებს  გამოვიყენებ  მიზნობრივად. ვუჩვენებ  დავალების  ნიმუშის  მოდელს,  რაც  დაეხმარებათ უკეთ  მოამზადონ  პრეზენტაცია.  გამოვიყენებენ   ინტერნეტმასალებს  და  შექმნიან  საკუთარი  შესაძლებლობების  შესაბამის  პროდუქტს.  შეაფასებენ  რუბრიკის  მიხედვით,  როგორც  საკუთარ,  ასევე  მეგობრის  ნაშრომებს.

2 comments:

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  2. კარგად გაქვს პროექტის შინაარსი გაწერილი.მიზნები ეფუძვნება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.

    ReplyDelete