Saturday, April 8, 2017

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო-"ენა, მამული, სარწმუნოება"
         ეს  ტრენინგ-მოდული დამეხმარა გავცნობოდი  პროექტებით  სწავლებას, მის დადებით  მხარეს.  გავეცანი, რომ  ასეთ  სწავლების  დროს  მოსწავლე  თავად  არის  ჩართული  სასწავლო  პროცესში,  ხოლო  მასწავლებელი არის ფასილიტატორის  როლში.
პროექტული სწავლებისას მოსწავლეებს  უვითარდებათ  21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევები.  კურსის  გავლისას გავეცანი  სხვადასხვა  სახის  შეფასებებს,  შეფასების  რუბრიკებს,  ჩეკლისტებს,  რომლის  საშუალებითაც  მოსწავლეები  ადვილად  შესძლებენ  მოცემული  დავალების  შესრულებას და  მიიღებენ  უკუკავშირს.  ტრენინგის  მსვლელობისას შევასრულე მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი,  რომელიც  მოსწავლეს  დაეხმარება დავალების სწორად  შესრულებაში.
               ამ მოდულით ვისწავლე, როგორ წარვმართო ჩემი პროექტი ისე, რომ მოსწავლეებს  განუვითარდეთ მაღალი  დონის  სააზროვნო  უნარები  და  სასწავლო  პროცესში  მოსწავლეთა  ჩართულება.  ვისწავლეთ, როგორ  შევქმნა  ტექნოლოგიებით გამდიდრებული  სასწავლო პროექტი,  როგორ  განვსაზღვროთ  საჭირო  დრო.
    მოდული  იყო  ძალიან  საინტერესო  და მნიშვნელოვანი.
                უდიდესი  მადლობა  ქალბატონ  ნინოს!


Sunday, April 2, 2017

მერვე დღე

მოცემული  მოდულში  განვიხილეთ, თუ  როგორ  შევქმნათ  სასწავლო  გარემო პროექტებზე  დაფუძნებული  სწავლების  წარმართვისას. ასევე  ვიმსჯელეთ,  როგორ  გამოვიყენოთ  ტექნოლოგიები   პროექტის  გაუმჯესებისთვის.   გავიარე  დიფერენციალებული  სწავლების  როლი  და  ურთიერთდამოკიდებულობა  რამდენიმე  თვალსაზრისით.  შევქმენით  დოკუმენტი,  პრეზენტაცია. მოსწავლეებში  თვითრეგულირებადი  უნარის განვითარებას  ხელი შევუწყვე  ფასილიტაციის  ნიმუშის  შექმნით.   ასევე  დავგეგმეთ  თემის  ფარგლებში  სასწავლო  პროექტის  განხორციელების  პროცეურები და  შევქმენით  მასალები  მოსწავლეების  მიერ  პროექტებზე  მუშაობის პროცესში  ტექნოლოგიების  გამოყენების  ხელშეწყობისთვის.

Saturday, April 1, 2017

მეშვიდე დღე

მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი რუბრიკა

მიმდინარე მოდული  დამეხმარა  გამეანალიზებინა   დამოუკიდებელი  მსწავლელისა და დიფერენცირებული  სწვლების როლი  და  ურთიერთდამოკიდებულება  რამდენიმე  თვალსაზრისით,  კერძოდ  შევქმენით  სლაიდშოუს  ჩეკლისტი  და  რუბრიკა.  ჩეკლისტი  დაგვეხმარება  ზუსტი  ნაბიჯების განხორციელებაში  შესასრულებელ სამუშაოში.  შეფასების  რუბრიკა  დაეხმარება  მათ   შეაფასონ  ჯგუფის  მიერ  შესრულებული  სამუშაოს  მთლიანი  პროცესი.  ასევე  შევაფასე  კოლეგის  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი  პროექტის  რუბრიკის  გამოყენებით.

Sunday, March 26, 2017

მეექვსე დღე


  მიმდინარე  მოდული  დამეხმარა,  გამეანალიზებინა  მოსწავეზე ორიენტირებული  შეფასების  ფორმები,  რომ  კილეგების ნაშრომები  შემეფასებინა.  გავეცანით რამდენიმე  შეფასების  რუბრიკას,  რომელიც  ჩემს  პროექტს  მოვარგე.  დამეხმარება მოსწავლეთა  შესაძლებლობების  გამოვლენაში.მოსწავლეთა  სავარაუდო  ნაშრობს  მოვარგე შეფასების რუბრიკა..

Saturday, March 25, 2017

მეხუთე დღე


          ეს  მოდული  დამეხმარა  დავფიქრებულიყავი,  რა  გავლება  შეიძლება  ჰქონდეს  ინტერნეტს  სწავლის  პროცესში.  კერძოდ,  საჯაროდ  გამოქვეყნებული  პროდუქტი,  ხელს  უწყობს  მოსწავლეებს  გაეცნონ ერთმანეთის  ნამუშევრებს,  შეძლონ  უკუკავშირის  მიცემა  შეფასების  რუბრიკის  გამოყენებით.   ასევე,  ისარგებლონ  ინტერნეტით  ისე,  რომ  არ  დაარრვიონ  საავტორო  უფლებები.  გაეცნონ  სხვადასხვა  საძიებო  სისტემებს,  შეძლონ საძიებო  სისტემაში  სასურველი  თემის  მოძიება  და  bookmarker-ის   გამოყენებით   სისტემის  ხელმისაწვდომად  ჩამახსოვრება.
      სწავლის  პროცესის  ხელშესაწყობად  ტექნოლოგიებს  გამოვიყენებ  მიზნობრივად. ვუჩვენებ  დავალების  ნიმუშის  მოდელს,  რაც  დაეხმარებათ უკეთ  მოამზადონ  პრეზენტაცია.  გამოვიყენებენ   ინტერნეტმასალებს  და  შექმნიან  საკუთარი  შესაძლებლობების  შესაბამის  პროდუქტს.  შეაფასებენ  რუბრიკის  მიხედვით,  როგორც  საკუთარ,  ასევე  მეგობრის  ნაშრომებს.

Sunday, March 19, 2017

მეოთხე დღე

ეს  მოდული  დამეხმარა გამეანალიზებინა  განმავითარებელი  შეფასების  ფორმების  გამოყენება  რამდენიმე  თვალსაზრისით.  განვიხილეთ  შეფასების  სხვადასხვა  მეთოდები  თავისი  ინსტრუმენტებით,  განვიხილეთ   შეფასების  5  სტრატეგია,  რასაც  გამოვიყენებ  პროექტის  სწავლების  დროს.
               მოსწავლეთა  საჭიროების  დასადგენად  შევქმენი ,,ვიცი,  მინდა ვიცოდე,  ვისწავლე" ,  რომელშის  მოსწავლე  აფიქსირებს  თავის  საბაზო  ცოდნას,  დავინახავ   რამდენად  აითვისა   საკვანძო  საკითხები,  საჭიროებს,თუ არა განმავითარებელ  შეფასებას.
        შევქმენი  სლაიდ  შოუ  პროექტის  პრეზენტაციისათვის.

მესამე დღე

პროექტი  გავწერეთ  ე.ს.გ-ზე  დაყრდნობით,   სტანდარტებისა  და  ინდიკატორების  გათვალისწინებით.  მიზნები  მოვარგე 21-საუკუნის  უნარ-ჩვევებს.  ამ  მიზნებში  გამოვიყენე  ბლუმის  მაღალი  სააზროვნო  ზმნები,  რათა  მოსწავლეები  გავიყვანო  მაღალ  სააზროვნო   უნარებზე.  გავეცანი  მიმართულების  მიმცემ საკვანძო  კითხვებს,  რომელიც  დამეხმარება   რათა  მოსწავლეები  ღრმად  ჩასწვდნენ  პრობლემურ  საკითხებს.