Saturday, April 8, 2017

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო-"ენა, მამული, სარწმუნოება"
         ეს  ტრენინგ-მოდული დამეხმარა გავცნობოდი  პროექტებით  სწავლებას, მის დადებით  მხარეს.  გავეცანი, რომ  ასეთ  სწავლების  დროს  მოსწავლე  თავად  არის  ჩართული  სასწავლო  პროცესში,  ხოლო  მასწავლებელი არის ფასილიტატორის  როლში.
პროექტული სწავლებისას მოსწავლეებს  უვითარდებათ  21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევები.  კურსის  გავლისას გავეცანი  სხვადასხვა  სახის  შეფასებებს,  შეფასების  რუბრიკებს,  ჩეკლისტებს,  რომლის  საშუალებითაც  მოსწავლეები  ადვილად  შესძლებენ  მოცემული  დავალების  შესრულებას და  მიიღებენ  უკუკავშირს.  ტრენინგის  მსვლელობისას შევასრულე მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი,  რომელიც  მოსწავლეს  დაეხმარება დავალების სწორად  შესრულებაში.
               ამ მოდულით ვისწავლე, როგორ წარვმართო ჩემი პროექტი ისე, რომ მოსწავლეებს  განუვითარდეთ მაღალი  დონის  სააზროვნო  უნარები  და  სასწავლო  პროცესში  მოსწავლეთა  ჩართულება.  ვისწავლეთ, როგორ  შევქმნა  ტექნოლოგიებით გამდიდრებული  სასწავლო პროექტი,  როგორ  განვსაზღვროთ  საჭირო  დრო.
    მოდული  იყო  ძალიან  საინტერესო  და მნიშვნელოვანი.
                უდიდესი  მადლობა  ქალბატონ  ნინოს!


Sunday, April 2, 2017

მერვე დღე

მოცემული  მოდულში  განვიხილეთ, თუ  როგორ  შევქმნათ  სასწავლო  გარემო პროექტებზე  დაფუძნებული  სწავლების  წარმართვისას. ასევე  ვიმსჯელეთ,  როგორ  გამოვიყენოთ  ტექნოლოგიები   პროექტის  გაუმჯესებისთვის.   გავიარე  დიფერენციალებული  სწავლების  როლი  და  ურთიერთდამოკიდებულობა  რამდენიმე  თვალსაზრისით.  შევქმენით  დოკუმენტი,  პრეზენტაცია. მოსწავლეებში  თვითრეგულირებადი  უნარის განვითარებას  ხელი შევუწყვე  ფასილიტაციის  ნიმუშის  შექმნით.   ასევე  დავგეგმეთ  თემის  ფარგლებში  სასწავლო  პროექტის  განხორციელების  პროცეურები და  შევქმენით  მასალები  მოსწავლეების  მიერ  პროექტებზე  მუშაობის პროცესში  ტექნოლოგიების  გამოყენების  ხელშეწყობისთვის.

Saturday, April 1, 2017

მეშვიდე დღე

მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი რუბრიკა

მიმდინარე მოდული  დამეხმარა  გამეანალიზებინა   დამოუკიდებელი  მსწავლელისა და დიფერენცირებული  სწვლების როლი  და  ურთიერთდამოკიდებულება  რამდენიმე  თვალსაზრისით,  კერძოდ  შევქმენით  სლაიდშოუს  ჩეკლისტი  და  რუბრიკა.  ჩეკლისტი  დაგვეხმარება  ზუსტი  ნაბიჯების განხორციელებაში  შესასრულებელ სამუშაოში.  შეფასების  რუბრიკა  დაეხმარება  მათ   შეაფასონ  ჯგუფის  მიერ  შესრულებული  სამუშაოს  მთლიანი  პროცესი.  ასევე  შევაფასე  კოლეგის  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი  პროექტის  რუბრიკის  გამოყენებით.