ჩემი პროექტის პორტფოლიო-"ენა, მამული, სარწმუნოება"
ეს ტრენინგ-მოდული დამეხმარა გავცნობოდი პროექტებით სწავლებას, მის დადებით მხარეს. გავეცანი, რომ ასეთ სწავლების დროს მოსწავლე თავად არის ჩართული სასწავლო პროცესში, ხოლო მასწავლებელი არის ფასილიტატორის როლში.
პროექტული სწავლებისას მოსწავლეებს უვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. კურსის გავლისას გავეცანი სხვადასხვა სახის შეფასებებს, შეფასების რუბრიკებს, ჩეკლისტებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები ადვილად შესძლებენ მოცემული დავალების შესრულებას და მიიღებენ უკუკავშირს. ტრენინგის მსვლელობისას შევასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება დავალების სწორად შესრულებაში.
ამ მოდულით ვისწავლე, როგორ წარვმართო ჩემი პროექტი ისე, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულება. ვისწავლეთ, როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ განვსაზღვროთ საჭირო დრო.
მოდული იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი.
უდიდესი მადლობა ქალბატონ ნინოს!
No comments:
Post a Comment