ჩემი პროექტის პორტფოლიო-"ენა, მამული, სარწმუნოება"
ეს ტრენინგ-მოდული დამეხმარა გავცნობოდი პროექტებით სწავლებას, მის დადებით მხარეს. გავეცანი, რომ ასეთ სწავლების დროს მოსწავლე თავად არის ჩართული სასწავლო პროცესში, ხოლო მასწავლებელი არის ფასილიტატორის როლში.
პროექტული სწავლებისას მოსწავლეებს უვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. კურსის გავლისას გავეცანი სხვადასხვა სახის შეფასებებს, შეფასების რუბრიკებს, ჩეკლისტებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები ადვილად შესძლებენ მოცემული დავალების შესრულებას და მიიღებენ უკუკავშირს. ტრენინგის მსვლელობისას შევასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება დავალების სწორად შესრულებაში.
ამ მოდულით ვისწავლე, როგორ წარვმართო ჩემი პროექტი ისე, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულება. ვისწავლეთ, როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ განვსაზღვროთ საჭირო დრო.
მოდული იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი.
უდიდესი მადლობა ქალბატონ ნინოს!
Saturday, April 8, 2017
Sunday, April 2, 2017
მერვე დღე
მოცემული მოდულში განვიხილეთ, თუ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას. ასევე ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები პროექტის გაუმჯესებისთვის. გავიარე დიფერენციალებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულობა რამდენიმე თვალსაზრისით. შევქმენით დოკუმენტი, პრეზენტაცია. მოსწავლეებში თვითრეგულირებადი უნარის განვითარებას ხელი შევუწყვე ფასილიტაციის ნიმუშის შექმნით. ასევე დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცეურები და შევქმენით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის.
Saturday, April 1, 2017
მეშვიდე დღე
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი რუბრიკა
მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწვლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით, კერძოდ შევქმენით სლაიდშოუს ჩეკლისტი და რუბრიკა. ჩეკლისტი დაგვეხმარება ზუსტი ნაბიჯების განხორციელებაში შესასრულებელ სამუშაოში. შეფასების რუბრიკა დაეხმარება მათ შეაფასონ ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს მთლიანი პროცესი. ასევე შევაფასე კოლეგის მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პროექტის რუბრიკის გამოყენებით.
მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწვლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით, კერძოდ შევქმენით სლაიდშოუს ჩეკლისტი და რუბრიკა. ჩეკლისტი დაგვეხმარება ზუსტი ნაბიჯების განხორციელებაში შესასრულებელ სამუშაოში. შეფასების რუბრიკა დაეხმარება მათ შეაფასონ ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს მთლიანი პროცესი. ასევე შევაფასე კოლეგის მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პროექტის რუბრიკის გამოყენებით.
Sunday, March 26, 2017
მეექვსე დღე
მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები, რომ კილეგების ნაშრომები შემეფასებინა. გავეცანით რამდენიმე შეფასების რუბრიკას, რომელიც ჩემს პროექტს მოვარგე. დამეხმარება მოსწავლეთა შესაძლებლობების გამოვლენაში.მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრობს მოვარგე შეფასების რუბრიკა..
Saturday, March 25, 2017
მეხუთე დღე
ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი, რა გავლება შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესში. კერძოდ, საჯაროდ გამოქვეყნებული პროდუქტი, ხელს უწყობს მოსწავლეებს გაეცნონ ერთმანეთის ნამუშევრებს, შეძლონ უკუკავშირის მიცემა შეფასების რუბრიკის გამოყენებით. ასევე, ისარგებლონ ინტერნეტით ისე, რომ არ დაარრვიონ საავტორო უფლებები. გაეცნონ სხვადასხვა საძიებო სისტემებს, შეძლონ საძიებო სისტემაში სასურველი თემის მოძიება და bookmarker-ის გამოყენებით სისტემის ხელმისაწვდომად ჩამახსოვრება.
სწავლის პროცესის ხელშესაწყობად ტექნოლოგიებს გამოვიყენებ მიზნობრივად. ვუჩვენებ დავალების ნიმუშის მოდელს, რაც დაეხმარებათ უკეთ მოამზადონ პრეზენტაცია. გამოვიყენებენ ინტერნეტმასალებს და შექმნიან საკუთარი შესაძლებლობების შესაბამის პროდუქტს. შეაფასებენ რუბრიკის მიხედვით, როგორც საკუთარ, ასევე მეგობრის ნაშრომებს.
Sunday, March 19, 2017
მეოთხე დღე
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები თავისი ინსტრუმენტებით, განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია, რასაც გამოვიყენებ პროექტის სწავლების დროს.
მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად შევქმენი ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე" , რომელშის მოსწავლე აფიქსირებს თავის საბაზო ცოდნას, დავინახავ რამდენად აითვისა საკვანძო საკითხები, საჭიროებს,თუ არა განმავითარებელ შეფასებას.
შევქმენი სლაიდ შოუ პროექტის პრეზენტაციისათვის.
მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად შევქმენი ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე" , რომელშის მოსწავლე აფიქსირებს თავის საბაზო ცოდნას, დავინახავ რამდენად აითვისა საკვანძო საკითხები, საჭიროებს,თუ არა განმავითარებელ შეფასებას.
შევქმენი სლაიდ შოუ პროექტის პრეზენტაციისათვის.
მესამე დღე
პროექტი გავწერეთ
ე.ს.გ-ზე დაყრდნობით, სტანდარტებისა და ინდიკატორების გათვალისწინებით. მიზნები
მოვარგე 21-საუკუნის უნარ-ჩვევებს. ამ მიზნებში გამოვიყენე
ბლუმის მაღალი სააზროვნო
ზმნები, რათა მოსწავლეები
გავიყვანო მაღალ სააზროვნო
უნარებზე. გავეცანი მიმართულების
მიმცემ საკვანძო კითხვებს, რომელიც
დამეხმარება რათა მოსწავლეები
ღრმად ჩასწვდნენ პრობლემურ
საკითხებს.
Sunday, March 12, 2017
მეორე დღე
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმის პროცესში. დავიწყე დაგეგმარება ეფექტური პროექტის განსახორციელენლად. შევქმენით პორფოლიო. პროექტის წინასწარ დაგეგმარებამ დამანახა, რომ პროექტით სწავლებით მოსწავლეები იძენენ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. მათ განუვითარდებათ თანამშრომლობითი, კომუნიკაციის უნარები. სწავლობენ კეთებით. ინფოემაციას მოიძიებენ სხვადასხვა გზით. ისინი უფრო მოტივირებულნი არიან.
Saturday, March 11, 2017
პირველი დღე
1. ელექრტო წიგნში მოვიძიეთ რესურსები პროექტებისთვის
2. შევქმენით პორფელიოს საქაღალდე
3. შევქმენით ბლოგი
დღევანდელი ცოდნა დამეხმარება:1. პროექტის დაგეგმაში და განხორციელებაში 2. პორფელიოში მასალების შენახვაში..
2. შევქმენით პორფელიოს საქაღალდე
3. შევქმენით ბლოგი
დღევანდელი ცოდნა დამეხმარება:1. პროექტის დაგეგმაში და განხორციელებაში 2. პორფელიოში მასალების შენახვაში..
Subscribe to:
Posts (Atom)